ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი – ღაზის სექტორიდან მოსახლეობის გადასახლება ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

ღაზის სექტორიდან მოსახლეობის გადასახლება ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, – ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ აბდელატიმ განაცხადა.
„გადასახლება ვარიანტს არ წარმოადგენს. ეს ეგვიპტისთვის წითელი ხაზია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, „საკუთარი სამშობლოდან ხალხის გადასახლების არანაირი მორალური, სამართლებრივი და ეთიკური საფუძველი არ არსებობს“.
„ის, რაც ადგილზე ხდება წარმოუდგენელია. იქ გენოციდი მიმდინაროებს, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და ს მიერ ხელოვნურად შექმნილი შიმშილი“, – აღნიშნა აბდელატიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კითხვაზე: რატომ ვერ შეამჩნია რაჟდენ კუპრაშვილმა ღარიბაშვილის დეკლარაციაში ცდომილება – დეკლარაციაში თუ არ იყო ცდომილება, რანაირად უნდა შეემჩნია?! შეიძლება ობიექტური მიზეზი ჰქონდა ამას

ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტია რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია – „ლელოს“ რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა