ეგვიპტის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა

ეგვიპტის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ავრცელებს.
„მუსტაფა მადბულის დავავალე ახალი მთავრობის შექმნა, რომელსაც შემდეგი ეტაპის სამართავად საჭირო ცოდნა და კომპეტენცია ექნება, რათა მთავრობის ფუნქციონირებისას სასურველ განვითარებას მიაღწიოს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაუპირისპირდეს“, – განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.
სისიმ ახალ მთავრობას დაავალა, რომ ყურადღება ინფლაციის შემცირებასა და ბაზრების რეგულირებაზე, ასევე, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილოს.
შეგახსენებთ, 2023 წლის დეკემბერში, აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ეგვიპტის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.