ეგვიპტის პრეზიდენტი – ღაზაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღე

ღაზაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღე, – ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ განაცხადა.
„გუშინ შარმ-ელ-შეიხში კატარის, ეგვიპტის დელეგაციები და პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათგან მიღებული შეტყობინებები ძალიან დამაიმედებელია“, – განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.
ამასთან, აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ -ის პრეზიდენტი, ეგვიპტეში მიიწვია, რათა შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელი პირადად მოაწეროს.
ცნობისთვის, ღაზაში ომის დასრულების შესახებ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. „ჰამასის“ ცნობით, დღეს მხარეებმა პატიმრებისა და მძევლების სიები გაცვალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო