ეგვიპტიდან ღაზაში შევიდა საწვავით დატვირთული პირველი მანქანა

ღაზის მმართველ, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ “ჰამასთან” ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის მიერ ალყაშემორტყმულ ანკლავში 15 ნოემბერს ეგვიპტიდან შევიდა პირველი სატვირთო მანქანა, რომელმაც საწვავი ჩაიტანა – იუწყებიან წყაროები ეგვიპტის უსაფრთხოების სტრუქტურებიდან.
თვითმხილველთა თქმით, რაფის სასაზღვრო პუნქტთან გაჩერებული იყო კიდევ ორი სატვირთო მანქანა და ღაზაში გადასვლას ელოდებოდა.
ეგვიპტიდან ღაზაში 21 ოქტომბრის შემდეგ შეზღუდული რაოდენობით შედის ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ ისრაელი ამ დრომდე ნებას არ რთავდა საწვავის შეტანაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავა – მზად ვარ, ყველა მუხლი ჩემს თავზე ავიღო, თუ გინდათ, კიდევ დაამატეთ, ოღონდ პროკურატურამ ლმობიერება გამოიჩინოს ამ საქმეში პატიოსანი ადამიანების მიმართ – გთხოვთ, მათთვის საპროცესო შეთანხმება გახადოთ ხელმისაწვდომი