ეგვიპტე: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებამ გარღვევა ვერ მოიტანა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ სამდღიანმა მოლაპარაკებამ ჰამასთან – რომელსაც და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ – გარღვევა ვერ მოიტანა 5 მარტს, აცხადებენ ეგვიპტის წარმომადგენლები. განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დაწყებამდე. რამადანს მიიჩნევდნენ არაოფიციალურ ბოლო ვადად შეთანხმების მიღწევისთვის.
თითქმის ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე ომმა ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია და შექმნა მწვავე ჰუმანიტარული კატასტროფა – მოსახლეობას, განსაკუთრებით ღაზის ჩრდილოეთში, საკვები არ ჰყოფნის გადარჩენისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი