ეგვიპტეში უძველესი ასტრონომიული ობსერვატორია აღმოაჩინეს

ეგვიპტის ქალაქ ქაფრ-ელ-შეიხში აღმოაჩინეს შენობის ნანგრევები, საიდანაც ერთ დროს, ძველეგვიპტელები ცას აკვირდებოდნენ.
დაახლოებით 2500 წლის წინ, ეს შენობა ძვ. წ. მე-6 საუკუნის უდიდესი ეგვიპტური ობსერვატორიის ნაწილი იყო, მდებარეობდა ქალაქ ბუტოში და შედიოდა ფარაონთა ტაძრის შემადგენლობაში.
ამ ნაგებობიდან ასტრონომები აკვირდებოდნენ მზისა და ვარსკვლავების მოძრაობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი იყო ძველეგვიპტელთა ცხოვრებაში.
ეგვიპტელები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ასტრონომები იყვნენ; მათ მემკვიდრეობას დღემდე აქვს გამოძახილი. სწორედ ძველ ეგვიპტეში დაიბადა 365-დღიანი კალენდარი და 24-საათიანი დღე. მათ სრულად ჰქონდათ აღრიცხული ღამის ცა და ჰქონდათ საკუთარი თანავარსკვლავედები და , რომლის ზოგიერთი ნიშნებიც დღემდე გამოიყენება.
იმ მწირი მტკიცებულებების მიუხედავად, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე მოაღწია, ახლად აღმოჩენილი ობსერვატორია მათ უნარებს წარმოაჩენს.
შენობა ალიზითაა ნაგები და 850 კვადრატულ მეტრს მოიცავს; აშენებულია L-ის ზომის საყრდენი სვეტებით. შესასვლელი აღმოსავლეთით აქვს — აისის მიმართულებით.
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს არქეოლოგებმა შიგნით აღმოაჩინეს არტეფაქტები და ცის შესწავლასთან დაკავშირებული აღჭურვილობა.
ვრცლად პირველ არხზე