ეგვიპტეში “მშვიდობის სამიტი” მიმდინარეობს

ეგვიპტეში “მშვიოდბის სამიტი” მიმდინარეობს, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამიტში მონაწილე ლიდერებს ხელი ჩამოართვა.
პირადად მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, კანადის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას, გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, იორდანიის მეფე აბდულასა და სხვა ლიდერებს.
სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას