“ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს” | ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრი, აცხადებს, რომ ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს. მისი თქმით, ისრაელს არ შეუძლია ომის დასრულება ფილადელფის დერეფნის დახურვამდე.
“ჩვენ გავანადგურებთ “ჰამასს”, მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას და სამხედრო ტექნიკა და სხვა იარაღი გააგრძელებს შემოსვლას ამ სამხრეთის გადასასვლელიდან – ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავხუროთ ის”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს განცხადებას ეგვიპტის საგარეო უწყება გამოეხმაურა და თქვა, რომ ეგვიპტე სრულად აკონტროლებს თავის საზღვრებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ს თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.