ეგვიპტესა და ლიბიაში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ღაზისკენ მსვლელობას გეგმავდნენ

ეგვიპტის ხელისუფლებამ დააკავა აქტივისტები, რომლებიც ღაზისაკენ მსვლელობას გეგმავდნენ, მათთან შესახვედრად დაძრულ აქტივისტების კოლონას კი ლიბიის უსაფრთხოების ძალებმა კი გადაუკეტეს გზა.
აქტივისტები 80 ქვეყნიდან გეგმავდნენ ეგვიპტისა და ღაზას საზღვრამდე მსვლელობას, რათა ყურადღება გაემახვილებინათ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც მარტში გამწვავდა – მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაბლოკა. შეზღუდვები რამდენიმე კვირის წინ შეამსუბუქეს და და ლიმიტირებული დახმარების შეტანა დაუშვეს, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ზომები არასაკმარისია.
„გლობალური მარში ღაზაზე“ დაგეგმილი იყო, როგორც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია. პარალელურად იგეგმებოდა სხვა აქტივობების ჩატარება, მათ შორის ღაზაში გემით დახმარების ჩატანა. ეს გემი და მასზე მყოფი აქტივისტები ისრაელის სამხედროებმა კვირის დასაწყისში დააკავეს ღაზის მიმართულებით გადაადგილებისას.
პარასკევს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ კაიროსთან მდებარე საკონტროლო პუნქტზე შეაჩერა 40 ადამიანი, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობას გეგმავდნენ და მათ პასპორტები ჩამოართვა. სხვებს სასტუმროების დატოვების უფლებას არ აძლევენ.
პარასკევის დაკავებებამდე კაიროში ჩასული ასობით პირის დეპორტაცია მოახდინეს ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპის ქვეყნებში. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ღაზისაკენ მსვლელობის დაწყებამდე გეგმავდნენ სინას მთისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ბანაკში შეკრებას. ეგვიპტე ამ რეგიონს უაღრესად მგრძნობიარე ზონად მიიჩნევს.
2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
თავდასხმის პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია და სახმელეთო ბლოკადა, რასაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
ისრაელს ღაზის სექტორი საზღვაო ბლოკადაში ჰყავს ჯერ კიდევ 2007 წლიდან, როცა ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში მოვიდა ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი. ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ ბლოკადა აუცილებელია ჰამასისთვის იარაღის მიწოდების აღსაკვეთად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე