ეგვიპტელ ფეხბურთელს მოედანზე გული გაუჩერდა – ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს

30 წლის ეგვიპტელ ფეხბურთელ აჰმეტ რეფაატს “ფუტურისა” და “იტიჰადის” მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე გული გაუჩერდა.
ის მოულოდნელად დაეცა, გონება დაკარგა და პულსი საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ ესინჯებოდა.
საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეფაატი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში არასტაბილურ მდგომარეობაშია.