ეგეოსის ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო

ეგეოსის ზღვაში ძლიერი იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, მუგლას პრეფექტურის, დატჩას რაიონიდან 172,77 კილომეტრში დაფიქსირდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა თურქეთს დროით 11:02 საათზე მოხდა.
ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 6,75 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
წყარო: რუსთავი 2