ებრაჰიმ რაისი – ირანის წინააღმდეგ უმცირეს ქმედებასაც კი მკაცრი, ფართო და მტკივნეული პასუხი მოჰყვება

ირანი უპასუხებს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა.
„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ირანის ინტერესების წინააღმდეგ უმცირეს ქმედებასაც კი, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი, ფართო და მტკივნეული პასუხი ნებისმიერი დამნაშავის წინააღმდეგ”, – განაცხადა რაისმა.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაგერი კანიმ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თეირანის კონტრშეტევა ს ნებისმიერი ქმედების შემდეგ “წამების საკითხი იქნება და ირანი პასუხისთვის კიდევ 12 დღეს არ დაელოდება“.
შეგახსენებთ, გუშინ, ისრაელის ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ საპასუხო იერიშის ვარიანტები განიხილა. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ირანის სარაკეტო და უპილოტო შეტევას უპასუხებს.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”