ებრაელი ხალხი არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე, ჰააგის ვერცერთი ცრუ გადაწყვეტილება ვერ უარყოფს ამ ისტორიულ სიმართლეს – ბენიამინ ნეთანიაჰუ

მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ჰააგის სასამართლომ ს მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება და იქ გაშენებული დასახლებები უკანონოდ ცნო, ისრაელის მთავრობა არ ეთანხმება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ებრაელი ხალხი არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე, არც იერუსალიმში და არც წინაპართა მიწაზე, იუდეასა და სამარიაში.
„ჰააგის ვერცერთი ცრუ გადაწყვეტილება ვერ უარყოფს ამ ისტორიულ სიმართლეს ან ისრაელელების კანონიერ უფლებას, იცხოვრონ საკუთარ თემებში, ჩვენს მშობლიურ სახლში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელმა ახალმოსახლეებმა პალესტინელების კუთვნილი მინდვრები გადაწვეს. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ისრაელის მთავრობის ულტრამემარჯვენე მინისტრებმა, იტამარ ბენ გვირმა და ბეზალელ სმოტრიჩმა განცხადება გაავრცელეს და დასავლეთ ნაპირის დიდი ნაწილის ანექსირების ინიციატივით გამოვიდნენ.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება და იქ გაშენებული დასახლებები უკანონოდ ცნო. დადგენილებაში მოთხოვნილია, რომ ისრაელმა ტერიტორია რაც შეიძლება მალე დატოვოს.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებვრივი მაუწყებელი