დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც

დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც
დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა და ეცადოს, რომ ურთიერთობები ყველასთან დაალაგოს.
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, ბატონი ტრამპის ღირებულებებით ნაწილში და პოლიტიკურ ნაწილში სრული თანხვედრა გვაქვს. მას აქვს უამრავი პრობლემა დასალაგებელი. პირველ რიგში, ში ომის დასრულება. იგი გვპირდება, რომ 100 დღის განმავლობაში ამ ყველაფერს მოახერხებს, რაც ავტომატურად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ვინაიდან გაქრება ის ბინძური ინტერესი, რაც იყო მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა. უნდა ვეცადოთ, რომ ყველასთან ურთიერთობები დავალაგოთ. რა თქმა უნდა, დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც „დანოსებს“ აგზავნიან, სხვადასხვა თანამდებობის პირს ათას ტყუილ ინფორმაციას აწვდიან, ამავდროულად მათ ერთი ვაი-ვიში აქვთ ატეხილი, რომ დავალებების შესრულება არ გამოსდით