დღის სენსაცია თორნიკეს “ბარსელონამ” ტურნირის მთავარი ფავორიტი დაამარცხა

ევროლიგის მე-2 ტურში თორნიკე შენგელიას “ბარსელონამ” ტურნირის მთავარი ფავორიტი “პანათინაიკოსი” სტუმრად 103:96 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მაგარი მატჩი ჩაატარა. ჩვენებურმა გუნდს 17 ქულა (3/3 საჯარიმო, 4/4 ორქულიანი, 2/4 სამქულიანი), 5 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი +17 შეადგენდა, რაც მშვენიერი შედეგია.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ვილი კლაიბერნი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
გამოსარჩევია ნიკოლას ლაპროვიტოვას თამაშიც, რომელმაც აქტივში 15 ქულა და 9 ასისტი ჩაიწერა, კევინ პანტერმა და ვილი ერნანგომეშმა 13-13 ქულა მიითვალეს.
თავის მხრივ, მარცხის მიუხედავად, მაგარი მატჩი ჩაატარეს ხუანჩო ერნანგომეშმა და კოსტას სლუკასმა. ესპანელმა 27 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა, ხოლო ბერძენმა გუნდს 18 ქულა, 4 მოხსნა, 11 ასისტი და 3 ჩაჭრა შესძინა.
კატალონიელებმა გასხნით მატჩში მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმეს, “პანათინაიკოსმა” კი პირიქით, მოგებით დაწყების შემდეგ წაგების გრაფაც გახსნეს.
“ბლაუგრანა” მომდევნო 2 შეხვედრას “ვალენსიასთან” გამართავს, ჯერ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 5 ოქტომბერს ესტუმრება, ხოლო მეორე მატჩს 10 ოქტომბერს კატალონიაში გამართავს.
“პანათინაიკოსი” 9 ოქტომბერს “ბასკონიას” სტუმრად დაუპირისპირდება.
“ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია… ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
“ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ” – მერაბ დვალიშვილი
დავითაშვილით “პანათინაიკოსი” დაინტერესდა
[VIDEO] აი, გუნდი – პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად “ბარსელონას”!
“ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის” – თორნიკე შენგელიას ცოლი
შენგელიას 17 ქულა “პანათინაიკოსთან” “ვირტუსი” ფავორიტთან ბოლო წუთებზე დამარცხდა [VIDEO]
17 სეივი “პანათინაიკოსთან” – გუგეშაშვილის ბრწყინვალე მატჩი [VIDEO]
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი – “ბარსელონა” “ჰაპოელ თელ ავივთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
გარდაიცვალა ბერძენი ფეხბურთელი – მან ბოლოს ნაკრებში თბილისში ითამაშა
“ევრობასკეტამდე ცოტათი შეშინებული ვიყავი, ახლა ყველაფერი კარგადაა” – შენგელიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა
“პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია” – ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
აზაროვი ისევ არ ათამაშეს – “შახტარი” ევროპა ლიგიდან გამოვარდა
“მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა” – თორნიკე შენგელია “ბარსელონაში” დებიუტისთვის ემზადება
“იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს” – ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
კარგი ამბავი – FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა
ფოტო უკვე სხვა ფასი ღირს – ცნობილია, რა დაგიჯდებათ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა
პსჟ-მ ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ გაანათხოვრა