,,დღის ანეგდოტი!“ – რას წერს გახარიას პარტიაზე ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციოს ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სოციალირ ქსელში წერს:
,,დღის ანეგდოტი!
გიორგი გახარიას პარტიის მტკიცებით ტვ პირველი ეხმარება, “კორუმპირებილ მოქმედ პრემიერს (ს) პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში”
თურმე არ უნდა, გაიხსენოს ჟურნალისტმა, რომ გახარიამ დაიწყო განკარგულებების დამალვა, ვებ გვერდის რეკონსტრუქციის მოტივით – მთავრობის სტრატკომი სად არის ვებ გვერდი იქნებ გვითხრათ, 2020 წელს რომ დაიწყეთ განახლება?
გახარია, რომ პრემიერი იყო, მასზეც ვაკეთებდით რეპორტაჟებს.
გახარიას რუსული პასპორტიც, ჩვენი ნაპოვნი იყო, ჯერ კიდევ შაბათის კურიერში.
გახარიას სახლის მფლობელის საეჭვო გამდიდრების ამბავიც ჩვენი მოძებნილი იყო 2020 წელს.
ღარიბაშვილი რომ პრემიერი გახდა, მისი ტყეც, სამთავრობო თვითმფრინავით ფრენაც, ცოლის დაბადების დღეც, მამის ქონებებიც და კიდევ სხვა არა ერთი ამბავიც ჩვენი ნაპოვნი იყო.”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს