“დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში… გვიხარია ჩვენი პარტნიორების გამო”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი წერს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში. ვამაყობთ, რომ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები და გვიხარია ჩვენი პარტნიორების გამო”, – წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.
Leaders have decided to open accession negotiations with Ukraine and Moldova and to grant candidate status to Georgia.
A strategic decision and a day that will remain engraved in the history of our Union
Proud that we have lived up to our promises and delighted for our partners— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 14, 2023