დღე მესამე: რუსეთში დაკავებების ფონზე გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნები

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში, სულ მცირე, 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ს საპრეზიდენტო ს დროს მომხდარი ინციდენტების საქმეზე: საარჩევნო ყუთების საღებავით შევსების მცდელობისა და საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდების გამო.
ამის შესახებ იუწყება „ნოვაია გაზეტა ევროპა“ რეგიონული საგამოძიებო კომიტეტების ანგარიშებზე დაყრდნობით.
ხანძრის მცდელობის შემდეგ საქმეები აღიძრა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვორონეჟში, ივანოვოსა და კოგალიმში, ხოლო ანტისეპტიკ ბრილიანტის მწვანეთი და ასევე სხვა საღებავით ბიულეტენების დაზიანების მცდელობის შემდეგ გამოძიება დაიწყო – მოსკოვში, სოჭში, ველიკი ნოვგოროდში, კრასნოიარსკის მხარეში, ვოლგოგრადში, ვორონეჟსა და როსტოვში. რეგიონებში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ასევე რუსეთის მიერა ნექსირებულ ყირიმში, კერძოდ, სიმფეროპოლში.
საქმე საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლის მუხლით არის აღძრული, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავდროულად, სახელმწიფო სათათბირო აცხადებს, რომ ისინი აპირებენ მოამზადონ კანონპროექტი პასუხისმგებლობის გამკაცრებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქმედებები საზღვარგარეთიდან არის კოორდინირებული საომარი მოქმედებების დროს.
შაბათს მწვანე საღებავით ბიულეტენების გაფუჭების მცდელობის სამი შემთხვევა დაფიქსირდა – ეკატერინბურგში, ალტაის მხარეში და კალინინგრადის რეგიონში. სულ ასეთი 20-მდე ფაქტი მოხდა.
დააკავეს თითქმის ყველა, ვინც ბიულეტენების გაფუჭებას და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა. როგორც წესი, ეს ქალები არიან. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ „დავალების“ შესასრულებლად ფულს დაპირდნენ. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ერთგვარად არის ჩართული ამ ქმედებებში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შაბათს განაცხადა, რომ 200 ბიულეტენზე ცოტა მეტი იყო გაფუჭებული. გამოცემა „ვორსტკის“ თქმით, საარჩევნო კომისიები არ აპირებენ არჩევნების შედეგების გაუქმებას საარჩევნო უბნებზე საღებავებით დაფარული ბიულეტენების მიზეზით.
შაბათს სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნა 21 წლის ალექსანდრა კარასიოვა, რომელმაც წინა დღეს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა სკოლის შენობას, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული.
გამოცემა „როტონდა“ წერს, რომ ის სანკტ-პეტერბურგში სასწავლებლად ამურის რეგიონიდან ჩამოვიდა. სტუდენტს ბრალად ედებოდა ადამიანთა ჯგუფის მიერ ხმის მიცემის უფლების განხორციელებაში ან საარჩევნო კომისიების მუშაობაში ხელის შეშლა წინასწარი შეთქმულების გზით, მან დანაშაული აღიარა.
გარდა ამისა, 16 მარტს, მოსკოვის სასამართლომ ბიულეტენების დაზიანებაში ეჭვმიტანილი 20 წლის ალინა ნევმიანოვაც დააკავა, რომლემაც ერთი დღით ადრე ქალაქის სამხრეთით მდებარე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში საღებავი ჩაასხა. ამისთვის მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ადამიანებს აკავებენ არა მხოლოდ მწვანე საღევაბის გამო.
„ოვდ ინფოს“ცნობით, ოდინცოვოში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ამომრჩეველთა წიგნში სიტყვა „ბოიკოტი“ დაწერა და მისთვის გაცემული ბიულეტენის თან წაღება სცადა. უცნობია, რას ედავებიან მას.
ღამით ყაზანში დააკავეს დიმიტრი რუმიანცევი, ბორის ნადეჟდინის ადგილობრივი შტაბის უფროსი. როგორც ცნობილია,ნაძეჟდინს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. სასამართლომ მას მას სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნით დაუმორჩილებლობის მუხლით, ასევე ჯარიმა – 70 ათასი რუბლი.
ნადეჟდინის მხარდამჭერებს სხვაგანაც აკავებენ.
მთელ რიგ რეგიონებში წარმოიშვა დავა საარჩევნო უბნებზე ს პორტრეტების არსებობის კანონიერების გამო. საარჩევნო უბნები, როგორც წესი, განთავსებულია სკოლებში, სადაც კიდია ამჟამინდელი პრეზიდენტის პორტრეტები. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, დამკვირვებლების მოთხოვნის შემდეგ პორტრეტები დაფარეს. თუმცა არა ყველგან – მაგალითად, მურმანსკში, საარჩევნო კომისიამ პუტინის ფოტო უბანზე „სახელმწიფო სიმბოლოდ“ აღიარა და არა პროპაგანდად.
16 მარტს, საღამოს, არჩევნების მეორე დღეს, ს მონაცემებით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 58 პროცენტს გადააჭარბა.
· ვლადიმირ პუტინი, რომელიც რუსეთს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის პოსტზე მეხუთე ვადით იყრის კენჭს. მოქმედი პრეზიდენტის გარდა, არჩევნებში სამი კანდიდატია – ვლადისლავ დავანკოვი, სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები – ნიკოლაი ხარიტონოვი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან და ლეონიდ სლუცკი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან. არასაპარლამენტო პარტიებიდან და თვითდასახელებულ ყველა კანდიდატს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელმოწერები შეაგროვეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
· რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმვალობაში გაიმართება – 2024 წლის 15-დან 17 მარტამდე. დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ექსპერტები რუსეთში არჩევნებს არათავისუფალ და უსამართლო არჩევნებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ერევა საარჩევნო პროცესში, უქმნის უპირატესობას სახელისუფლებო კანდიდატებს და ზოგ შემთხვევაში არჩევნები პირდაპირ ყალბდება.
· კენჭისყრა ასევე მიმდინარეობს რუსეთის ჯარების მიერ. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიებზე კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებენ. შაბათს გაეროში უკრაინის მისიამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც ხელს აწერს გაეროს თითქმის 60 წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ არჩევნების ჩატარებას „გაეროს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე“: „მსგავს არჩევნებს არ აქვს იურიდიული ძალა საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
· არაერთი რუსი ოპოზიციონერი, მათ შორის იულია ნავალნაია, ევროპარლამენტის წევრებს და სხვა პოლიტიკოსებს მოუწოდებენ არ აღიარონ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და, შესაბამისად, პუტინის ლეგიტიმაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!