დღეს, IMF-ის წარმომადგენელი საქართველოში მისიის შედეგებს წარადგენს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილი, ბატონი სუბირ ლალი, დღეს 15:00 საათზე საქართველოს ერობნულ ბანკში პრეს ბრიფინგს გამართავს და მედიას ახლახან დასრულებული „Article IV” მისიის შედეგებს წარუდგენს.
სუბირ ლალთან ერთად პრეს ბრიფინგზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა. IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ