დღეს, EUGBC-ის ორგანიზებით საბანკო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

21 მარტს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანზებით, საბანკო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში 11:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების მიზანია ბიზნესის მდგრადობის მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
შეხვედრაზე TBC ბანკის და PROCREDIT ბანკის წარმომადგენლები ბიზნესმენებს მიაწვდიან ინფორმაციას კონკრეტული სერვისებისა და პროდუქტების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას.