დღეს, 2 აგვისტოს, ოლიმპიურ თამაშებზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. დღევანდელ თამაშებზე ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი (100+კგ), ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი (+75 კგ), მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა და ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინა იასპარეზებენ.
ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია
სულამანიძე.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში