დღეს 17:00 საათზე, ვაგზლის მოედნიდან, პოლიტიკური პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირისკენ სხვადასხვა მარშრუტით გავემართებით – ნიკა მელია

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან 3 ოპოზიციური გაერთიანების საერთო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა:
„მომდევნო დღეებში ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართება ყოველდღიურად თბილისში, მაგრამ დღეს 17:00 საათზე, ვაგზლის მოედნიდან, პოლიტიკური პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირისკენ სხვადასხვა მარშრუტით გავემართებით. მეტროსადგურის ამოსასვლელთან შევიკრიბებით და პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით იქ, სადაც დასაცავია ღირსება და სიმართლე.
„ქართულ ოცნებაში“ ნურავის ექნება ილუზია, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ხელს ჩამოუშვებს. ქართულმა ოპოზიციამ მილიონზე მეტო ხმა აიღო. დღეს ქართული ოპოზიციაა გამარჯვებული, ამ გამარჯვებულ ოპოზიციას ქართული საზოგადოება უჭერს მხარს. შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც ადეკვატურად იქნება მიღებული“, – განაცხადა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა