დღეს 1 ოქტომბერს ქართული საზოგადოება გამოემშვიდობება ალი ისაევ-ავარსკის

ქართული და დაღესტნური საზოგადოება თავის თვალსაჩინო შვილს, ავარელ (დაღესტნელ) კინომსახიობს, რეჟისორს, პოეტს, კინო-აკადემიისა და მწერალთა კავშირების წევრს, ალი ისაევ-ავარსკის ემშვიდობება. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ალი ისაევ-ავარსკი 88 წლის ასაკში 28 სექტემბერს გარდაიცვალა.
ტრილოგია შეფასებულია, როგორც ქართულ-დაღესტნური ურთიერთობის მემატიანე.
შეუფასებელია მისი, სამოქალაქო პოზიცია, როცა 1992 წლის აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, დაუყოვნებლივ ჩავიდა დაღესტანში და სახალხო დიპლომატიის უმაღლესი სტანდარტებით ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ დაღესტანის იმდროინდელი მმართველი გუნდისგან მიმდინარე ომში არჩართვის პირობა მიეღო. ეს პირობა, როგორც კავკასიელებს ჩვევიათ, დაღესტნელებმა შეასრულეს.
ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ალი ისაევ-ავარსკი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს 1 ოქტომბერს დაიკრძალება.
წყარო: bfm.ge