ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს 2025 წლის დასრულება კიდევ ერთი საერთაშორისო ტიტულით, საკონტინენტთაშორისო თასით შეუძლიათ, რისთვისაც ბრაზილიურ “ფლამენგოს” კატარში შეხვდებიან.
პარიზული კლუბი წელს მხოლოდ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ვერ შეწვდა, ისე კი 5 ტიტული აქვს და რაც მთავარია, მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. რაც შეეხება უსმან დემბელეს, “ოქროს ბურთის” შემდეგ, ფიფას ვერსიითაც საუკეთესო გახდა.
რაც შეეხება საკონტინენთატშორისო თასს, ძირითადად ფინალში აქ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბები ეთამაშებიან და უპირატესობა ევროპელთა მხარესაა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ბრაზილიურ კლუბთან, “ბოტაფოგოსთან” დამარცხდა.
“ფლამენგომ” ეს ტიტული 1981 წელს, “ლივერპულის” დამარცხებით მოიპოვა, როცა ლივერპულელების თბილისის “დინამოსთან” ევროპის სუპერთასისთვის შეხვედრა არ შედგა. ახლო წარსულში მშვენიერ მცველს, ფელიპე ლუიშს კარგი გუნდი ჰყავს და ზაფხულში აშშ-ში მათ ლონდონის “ჩელსის” მოუგეს.
ლუის ენრიკეს გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს (მხოლოდ ჰაკიმი არაა), რამდენიმე დღეში, ქვეყნის თასზე კი სათადარიგოებით წარსდგება.
ფრანგულ-ბრაზილიური დაპირისპირება აჰმედ ბინ ალიში დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: შევალიე – ზაირ-ემერი, ბერალდო, მარკინიოსი, მენდეში – ვიტინია, ნევეში, ლი – დუე, დემბელე, კვარაცხელია;
ფლამენგო: როსი – ვარელა, დანილო, პერეირა, ლუკასი – პულგარი, ჟორჟინიო – კარასკალი, დე არასკაეტა, ევერტონი – პლატა.
· გიორგი, 6 წლის ვანდას როდის გვაჩვენებთ?
· ზაზას ოფიციალურ გვერდზე წინა დღეს შემადგენლობა იდოს არავის გაუგია, იქნებ დაგვილიბკოთ. ვაიჰ. რაც შეეხება სავარაუდოს, აწ როგორც წესი პარისიენზე რეალური იდება. რა გაციცდა ასეთი დემბელე, კაკრას ამ.თამაშისთვის დაასვენეს. ვინც ნამდვილად არ იქნება, ჰაკიმია, სხვა ყველა ადგილზეა
· კარლო წირღვავა ინტრიგები,ჭორ-ნიუსები,წარმოსახვითი ხმები,ეს ყველაფერი ძალიან მომაბეზრებელია
· მალხაზ ჯობავა ხოხ, რამდენი დამცველი ყოლია პირველ მეფუტკრეს?
· ვლადიმერ ილიჩს ჟურნალისტმა პრევიუ მოამზადა და ლაივბოლის ლინკიც ჩასვას? სხვა პრობლემა თუარაა და კარგად ყოფილა საქმე. ანონსი არსად ყოფილა, პირველი არხი ისე გაფუჭდა, მსოფლიო ჩემპიონატიც არ ექნებათო
· llcl ჟურნალისტი რომ ხარ შე დალოცვილო დაწერე რომელ არხზეა შესაძლებელი ამ თამაშის ნახვა, თუ არცერთი არხი არ აჩვენებს ეგეც თქვი და გვირჩიე რომელ პლათფორმაზე ან საიტზე შეგვიძლია ნახვა!
· vano ყოჩაღ კვარა
· aleqsi ყოჩაღ ხვიჩა
· მახაზ პირველ არხს რა აქვს შენი დასაწუნი რას დასცინი, ყველაზე დაბალნსებული არხია პალიტრასთან ერთად. აჩვენებენ არ იდარდო.
· ზაზა სად ნახულობთ ამ სავარაუდო შემადგენლობას თუ თვითონ იგონებთ? მარკინიოსი და დემბელე ტრავმირებულები არიან და 100% არ ითამაშებენ. ბერალდოც არ არის ძირითადში. დაცვის ცენტრში ზაბარნი და პაჩოა. პსჟ ოფიციალურ საიტზეა ეს შემადგენლობა და თქვენ რას ეყრდნობით საინტერესოა.
· lugu123 შეგიძლია ნახო liveball.st ან liveball.sx
· მალხაზ ჯობავა ვერსად მოვიძიე ამ ფეხბურთის რეპორტაჟი და ჩვენი პირველი მეფუტკრის პირველი არხი, არ აჩვენებს ვითოომ? ან მოგებულის სუფრაზე მაინც არ დავპატიჟებეენ?
ფიფას ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა
ხვიჩას ჟურნალისტმა მოულოდნელი კითხვა დაუსვა – როგორი იქნება “ფლამენგოსთან” პსჟ-ს შემადგენლობა?




