დღეს ხალხს რწმენა არ აქვს. არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში

დღეს ხალხს რწმენა არ აქვს. არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში
„რწმენა უნდა შეგვექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს“- ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა. როგორც ყურუამ აღნიშნა, რომ დაისვას კითხვა იმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა უახლოეს მომავალში არჩევნები რომ დანიშნოს, ოპოზიცია ნამდვილად შეძლებს თუ არა არჩევნების მოგებას, ყურუას განცხადებითვე „ალბათ არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს შევძლებთ და მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში“.
„პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც მათ შორის, ჩემ თავსაც ვთვლი აქ და ჩემ თავსაც პასუხისმგებლობას ვაკისრებ და ახლა პარტიიდან თუ წამოვედი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი გასაკეთებელი არ იყო და არ არის ის, რომ რწმენა უნდა შეგვექმნა ამ ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს.
შეგვიძლია ჟურნალისტი გავუშვათ და ვკითხოთ, ბიძინა ივანიშვილმა სამ თვეში რომ არჩევნები დანიშნოს, ერთ-ერთი მოთხოვნა ხომ არის არჩევნები, ოპოზიცია უეჭველად მოიგებს მაგ არჩევნებს თუ ვერ მოიგებს? ალბათ არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს შევძლებთ და მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ჩავდგეთ ოპტიმალურ ფორმაში და შანს უნდა დაველოდოთ“-განაცხადა ბორის ჩელე ყურუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა