დღეს ჩვენ კი არა არცერთი ჩვენზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, იმიტომ იქმნება ევროსაბჭოები და ალიანსები

ექიმმა გიორგი გრიგოლიამ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექიმების 80% მხარს არ უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, რაც არ უნდა თქვან, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მისი წონით და ზომით და მოსახლეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია, რადგან მასზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყნებიც კი არ არიან დამოუკიდებლები და ქმნიან ალიანსებს.
„ექიმები ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ფენა არის ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ექიმების ალბათ 80% მხარს არ უჭერს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ რაც არ უნდა გვითხრან და რაც არ უნდა მოგვიყვნენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები, არავის ბრძანებებს არ ვასრულებდეთ, ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ ყველაფერს, ჩვენი წონიდან, ზომიდან, ჩვენი მოსახლეობიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ კი არა, არცერთი ჩვენზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, იმიტომ იქმნება ევროსაბჭოები და იმიტომ იქმნება ალიანსები. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა აირჩიოს სწორი გზა“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას