დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს – ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით – ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი

დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს – ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით – ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი
ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს – ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა.
მისივე თქმით, ს შეუძლია, რომ თბილისის თითოეული კუთხის მეტად განვითარება, მოწესრიგება და გალამაზება, რაც თითოეულ თბილისელს სჭირდება.
„ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი.
მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს, და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია.
სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად – მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი – კახა კალაძე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც

ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან. ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა