დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ 9 აპრილის მემორიალის ოკუპაცია მოახდინეს გარედან დაფინანსებულმა ადამიანებმა, რომლებსაც წინ მიუძღოდა რუსი ბანი, პაატა ბურჭულაძის სახით

დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ 9 აპრილის მემორიალის ოკუპაცია მოახდინეს გარედან დაფინანსებულმა ადამიანებმა, რომლებსაც წინ მიუძღოდა რუსი ბანი, პაატა ბურჭულაძის სახით
9 აპრილი არის, როგორც ტრაგედიის, ასევე, ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის სიმბოლო. დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა 36 წლის წინ განაცხადა, რომ არ სურდა უცხოეთიდან, უცხოური ძალისგან მიიღოს დავალება და მართული იყოს. დღეს, 36 წლის შემდეგაც საქართველოს უწევს, რომ თავისი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად იბრძოლოს,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
არჩილ გორდულაძე მიმართავს ქუჩაში მდგომ ხალხს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ რა თუ დავალებას ასრულებენ, დაფიქრდნენ, თუ ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, რომ 9 აპრილის არის ქართველი ხალხის დღე და 9 აპრილი არ ეკუთვნის უცხოეთიდან და უცხოური ძალებისგან დაფინანსებულ ადამიანებს.
„დღეს ჩვენ ვხედავთ და ვხედავდით, რომ 9 აპრილის მემორიალის ოკუპაცია მოახდინეს გარედან დაფინანსებულმა ადამიანებმა, რომლებსაც წინ მიუძღოდა რუსი ბანი, პაატა ბურჭულაძის სახით და ადამიანები, რომლებიც „ებრძვიან“ რუსეთს მათ ხელმძღვანელობს რუსი ბანი. გაიაზრონ ამ ადამიანებმა, რომლებიც ახლა აქ დგანან, რომლებიც სამწუხაროდ დავალებას ასრულებენ, სამწუხაროდ რიგი ადამიანები შეცდომაში რომ არიან შეყვანილები და კორიდორს რომ უხსნიან უცხო ქვეყნის დიპლომატებს, მათ წარმომადგენლებს, მაგრამ ქართველ ხალხს არ აძლევენ საშუალებას, რომ 9 აპრილის მემორიალზე დაღუპული გმირების სულებს პატივი მიაგონ.
ეს არის კატასტროფული მოცემულობა, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად პროვოკაციები მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში, რასაც რა თქმა უნდა არ დავუშვებთ და იოტისოდენა საბაბსაც არ მივცემთ არავის, რომ ჩვენი ქვეყანა ქართველ ხალხთა შორის დაპირისპირების პოლიგონად გადააქციოს. წარმოუდგენელია ასეთი რამ, ადამიანებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ დაფიქრდნენ რა დავალებას ასრულებენ, დაფიქრდნენ ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, დაფიქრდნენ რა სიმბოლოს იყენებენ საკუთარი მერკანტილური მიზნების მისაღწევად, 9 აპრილის არის ქართველი ხალხის დღე და 9 აპრილი არ ეკუთვნის უცხოეთიდან და უცხოური ძალებისგან დაფინანსებულ ადამიანებს და მითუმეტეს ასეთ ძალებს“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს