“დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი წერს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების დაწყებით, მას შემდეგ რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი”, – წერს ბორელი X-ზე.
Today, we take a historic step towards a stronger European family by opening negotiation with Ukraine & Moldova, granting candidate status to Georgia and opening negotiations with Bosnia & Herzegovina once the necessary degree of compliance with membership criteria is reached
->— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) December 14, 2023