დღეს ჩვენი ოპონენტებისგან როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, თუ არ იქნება ობიექტური, საზოგადოება რეაქციას არ გააკეთებს, რადგან ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა

დღეს ჩვენი ოპონენტებისგან როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, თუ არ იქნება ობიექტური, საზოგადოება რეაქციას არ გააკეთებს, რადგან ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა
როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება.
„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თავისუფალი უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ა. ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ საშუალება მისცა საზოგადოებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც ბოლო წლებში თავისუფალი სიტყვის, ბიზნესის და ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ. 13 წელიწადია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ, საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, მიღწევა, რასაც შეიძლება, ხაზი გავუსვათ, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისევე, როგორც საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც საზოგადოებას უნდა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით, რომელიც მოახერხა საზოგადოებამ, მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება არჩევნებზე სწორი პოზიციის დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს. შთამბეჭდავი წარმატება გვაქვს ქვეყნის განვითარების.
როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს. მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება. იმედია, დღეს საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
Next: საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია

ასევე დაგაინტერესებთ

იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ დავინახავთ ხალხის სუვერენული ნების პატივისცემის დაბრუნებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტორების მიერ, რაც დემოკრატიის ძირითადი საფუძველია – ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება