დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას

დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას
ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ გზაზე, ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება.
„მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს. გფარავდეთ ღმერთი!“, – განაცხადა

ასევე დაგაინტერესებთ

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული