დღეს ყველა ძაღლს უკან დააბრუნებენ

სურსათის ეროვნული საააგენტოს ცნობით, დღეს, დარჩეილ ძაღლებს, რომლებიც ქუთაისის თავშესაფარში არიან გადაყვანილები, ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ მათსავე ადგილებზე დააბრუნებენ.
სააგენტო გრაფიკს აქვეყნებს
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ  17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ. ზუგდიდის გარდა  ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში (5 ძაღლი) და ვანში (3 ძაღლი).
ამავდროულად, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, აგრძელებს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. სააგენტო წინასწარ აქვეყნებს სამოქმედო არეალების კოორდინატებს და დროს:
• 03.04. იმერეთი,  ზესტაფონი, მერიის მიმდებარე ტერიტორია,  10:00 სთ
• 03.04. იმერეთი, სამტრედია, მერიის მიმდებარე ტეროტორია, 09:30 სთ
• 04.04. კახეთი,  ყვარელი,  მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 სთ
• 04.04. იმერეთი, ქუთაისი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 სთ
• 06.04. იმერეთი ჭიათურა,  მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ
• 06.04. კახეთი, სიღნაღი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ
• 07.04. კახეთი, სიღნაღი, წნორის  ცენტრი, 11:00 სთ
• 07.04. იმერეთი, წყალტუბო, მერიის მიმდებარე ტეროტორია, 11:00 სთ.
სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე ცხოველების მოყვარულებს, აღნიშნულ ლოკაციებზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ, საჭიროების მიხედვით, ადგილზე ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია/სტერილიზაცია, პასუხისმგებელ პირთან (მიმკედლებელი, ცხოველის მოყვარული) შეთანხმებით, შესაბამისი აქტის შედგენის საფუძველზე, გადაყვანილი იქნებიან თავშესაფარში. შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება-რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ცხოველები  აყვანის ლოკაციაზე დაუბრუნდებიან პასუხისმგებელ პირებს, ასევე, შესაბამისი აქტის შედგენით.
თუ მითითებულ ლოკაციაზე ვერ ხერხდება ცხოველების მიყვანა, რანდენიმე  მიმკედლებელს შეუძლია მიმართოს  სააგენტოს. ეკიპაჟები მივლენ და უზრუნველყოფენ მანიპულაციების ჩატარებას მათ მიერ მითითებულ ლოკაციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის