დღეს „ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობას გამართავს

დღეს „ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობას გამართავს. ყრილობა 14:00 საათზე დაიწყება.
პარტიის ყრილობაზე განახლდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება, მანამდე განსაზღვრული 20 წევრის ნაცვლად, პოლიტიკურ საბჭოში 15 წევრი აირჩევა.
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა – , , , , დიმიტრი სამხარაძე, , ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე.
ამასთან, ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განიხილავენ საერთო პოლიტიკურ და 2024 წლის საპარლამენტო სთვის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.