ქართველების მორიგი მატჩების წინ “ლივერპულის” თამაშს განსაკუთრებით ველით, რადგან გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ისედაც დიდია მოლოდინი გიორგი მიქაუტაძის მიმართ და სანაკრებო პაუზამდე ბოლო კვირას ხვიჩა კვარაცხელია დაასრულებს.
დღეს, 20:30 საათზე, “ჩელსი” “ლივერპულს” უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული, დაძაბული და საინტერესოა. ბოლო წლებზე ვერაფრით იტყვი, რომ ერთი მეორეს ჩაგრავს.
ბოლო ოთხიდან სამ მატჩში “ჩელსის” ფეხბურთელი გაუძევეს და მთავარ მწვრთნელ მარესკას ამაზე დაფიქრება და მუშაობა მოუწევს. საფიქრებელია ისიც, პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში ლონდონელებმა მხოლოდ ორი გაიტანეს და 5 გაუშვეს. მანამდე ფრე იყო, ასე რომ “არიატოკრატებს” 30 აგვისტოს შემდეგ ჩემპიონატში არ გაუმარჯვია.
შეხვედრას “ლივერპულიც” ორი წაგებით ხვდება, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. მანამდე ხშირად გამართლება და ბოლო წუთების ფაქტორი იყო.
ალისონს მამარდაშვილი საკმაო ხანს შეცვლის, ეკიტიკეს დაზიანება კი უფრო მსუბუქია.
“სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსიმ” “ლივერპულთან” ბოლოს 2020 წელს (0:2) წააგო, შემდეგ ბევრი ფრე იყო, 4 მაისს კი მასპინძლებმა (3:1) იმარჯვეს.
ამ მატჩიდან საკმაოდ მალე, 23:00 საათზე, “ვილიარეალი” მადრიდის “რეალს” ესტუმრება. გიორგი მიქაუტაძეს კიდევ ერთი დიდი გამოცდა, ამჯერად “ბერნაბეუზე”. ჩვენებური შემტევ გუნდს იდეალურად მოერგო.
2023 წელს “ვილიარეალმა” “სამეფო კლუბი” მისსავე მოედანზე დაამარცხა. ასეთი რამ მათ 2018 წელსაც შეძლეს. ასე რომ, ახლაც შესაძლებელია.
ხაბი ალონსოს გუნდმა მადრიდულ დერბიში წააგო და გაბრაზებული იქნება, კილიან მბაპე კი დიდებულ ფორმაშია. სავარაუდოდ, ბრაზილიელი მცველი მილიტაო დაბრუნდება და მიქაუტაძეს მასთან დიდი დაპირისპირება ელის.
კვირას, 22:45 საათზე, “ლილი” “პსჟ”-ს უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ლიგა 1-ის ახალი სეზონი ხშირი ტრავმიანობით დაიწყო. მთავარია, “კვარა” დროულად მომჯობინდეს და გოლებისა და საგოლე პასების დაგროვებას აპირებს, რაც ჩემპიონთა ლიგასა და საქართველოს ნაკრებში უკვე შეძლო. ხვიჩა არ იქნება, რაც სამწუხაროდ, ნაკრეში მის ვერჩამოსვლასაც უნდა ნიშნავდეს.
არავინ იცის, გადაღლილობისა და ტრავმიანობის ფონზე, ლუის ენრიკეს მხრიდან როგორ სასტარტო შემადგენლობას ვნახავთ. ამდენი დანაკლისის მიუხედავად, გუნდმა “ბარსელონა” მაინც დამაჯერებლად დაამარცხა.
პარიზელებმა “ლილთან” ბოლოს 2021 წელს წააგეს და წარმატებული სერიის გაგრძელებას მათგან კვლავ ველით.
[VIDEO] “ჩემთვის პრიორიტეტი ფული არაა, იყო საუდის არაბეთიდან წინადადებები, მაგრამ…” – მიქაუტაძემ ზაფხულში განვითარებულ სატრანსფერო მოვლენებზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია – ქოჩორაშვილი სათადარიგოა
დღეს – ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე “იუვენტუსის” წინააღმდეგ
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე – მიქაუტაძემ “იუვენტუსს” გაუტანა!
[VIDEO] აი, გუნდი – პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად “ბარსელონას”!
[VIDEO] მიქაუტაძემ “იუვენტუსს” გაუტანა – “ვილიარეალმა” და “იუვემ” ქულები გაიყვეს
გადაწყვეტილება მიღებულია – ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია “ბარსელონას” წინააღმდეგ
“ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს” – როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
[VIDEO] “ჩემთვის პრიორიტეტი ფული არაა, იყო საუდის არაბეთიდან წინადადებები, მაგრამ…” – მიქაუტაძემ ზაფხულში განვითარებულ სატრანსფერო მოვლენებზე ისაუბრა
[PHOTO] პეპესა და პორნო ვარსკვლავის ურთიერთობა – რა ფოტოს აქვეყნებს შეტევაში მიქაუტაძის თანაგუნდელის მეგობარი გოგონა
ასე მესის აჯობა – ესპანური მედია “ვალენსიას” მეკარეს იცავს
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება – ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები…
