დღეს უნგრეთში საპროტესტო აქცია იგეგმება ოპოზიციის ლიდერის ორგანიზებით. პიტერ მაგიარმა ორბანს გადადგომისკენ მოუწოდა

დღეს უნგრეთში საპროტესტო აქცია იგეგმება ოპოზიციის ლიდერის ორგანიზებით. პიტერ მაგიარმა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს, ორბანს გადადგომისკენ მოუწოდა და ვადამდელი მოითხოვა. ეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა აქტივისტმა გამოაქვეყნა ბუდაპეშტის არასრულწლოვანთა ცენტრში გადაღებული ფიზიკური ძალადობის ამსახველი კადრები.
ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უნგრეთის მთავრობამ სახელმწიფო მართვაში არსებული არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები პოლიციის პირდაპირ კონტროლს დაუქვემდებარა „რადგან მოქმედმა მენეჯმენტმა ვერ შეძლო ასეთი დანაშაულების პრევენცია“.
პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო მართვაში არსებულ ბუდაპეშტის არასრულწლოვანთა ცენტრში ამ დროისთვის სულ შვიდი ადამიანი დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, ცენტრის ყოფილი დირექტორი უკვე რამდენიმე თვეა გამოძიების ობიექტია. ის პროსტიტუციის ქსელის მართვაში, ფულის გათეთრებასა და ტრეფიკინგშია ეჭვმიტანილი.
ცენტრის დირექტორი გადადგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქტივისტმა ვიდეო გამოაქვეყნა. დღეს კი საპროტესტო მარში გაიმართება ორბანის ადმინისტრაციის შენობამდე.
ორბანის მთავარმა ოპონენტმა მაგიარმა პარტია „Tisza“ შარშან დააარსა იმ სკანდალის შემდეგ, რომელმაც პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის, ორბანის მოკავშირის, გადადგომა განაპირობა – 2024 წელს ცნობილი გახდა, რომ მან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თანამზრახველი შეიწყალა. უნგრეთში საპარლამენტო 2026 წლის აპრილშია დაგეგმილი.