დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა გვესმის, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა გვესმის, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი
ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მილანში, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა, საამაყოა ის ურთიერთობები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის.
„დღეს, ამ ულამაზეს ქვეყანაში და ამ ულამაზეს ქალაქში აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს, რადგან ის გვახსენებს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. ამ ბრძოლას უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
დამოუკიდებლობა არის ის, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და სიამაყით ვიმეორებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის 3000 წლის, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის 23-საუკუნოვანი ისტორიის. საქართველო, რომელიც არის ძალიან პატარა ქვეყანა, ისტორიულად ყოველთვის იმყოფებოდა იმპერიების გზაგასაყარზე. ასეთ პირობებში, ჩვენთვის ძალიან რთული იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ ქართველმა ერმა არაერთგზის გამოავლინა გაუტეხელი სული და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ურთულესი ისტორიის მიუხედავად ჩვენ შევძელით ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი სუვერენიტეტი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა. ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ვამაყობთ მეგობრული ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ ხალხსა და იტალიელ ხალხს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: 11 ივნისს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანია, როგორც განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფას არავის პატიობს- ჩვენს ქვეყანაში რატომ უნდა იყოს გინება-შეურაცხყოფა ნორმალური ქცევა და არა დაუსჯელი?

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უჩივლა საკუთარ მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში მას „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, სასამართლომ 9600 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, თუმცა ასეთ ფაქტებს არ იმჩნევენ ჩვენი დესტრუქციულები