დღეს სახელმწიფოს მართავს ის ხალხი, რომელსაც იაფფასიანი ფეხის დადებებით, უკნიდან მიპარვებით, ყადაღა-სანქციებით ვერ შეაშინებ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს

კიდევ კარგი, რომ დღეს სახელმწიფოს მართავს ის ხალხი, რომელსაც ასეთი იაფფასიანი ფეხის დადებებით, უკნიდან მიპარვებით, ყადაღა-სანქციებით ვერ შეაშინებ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს, გზა კი, რომელიც მათ აირჩიეს იოლად გასავლელი არ არის, ეს არის გზა, რომელიც სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს ემსახურება, რაც უდავოდ საამაყოა, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, “არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა – ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა”.
ნიკოლეიშვილის თქმით, -ს პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის მიერ, მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმება უხარია რადიკალებს, მაგრამ მთავარს არ უკვირდებიან, რომ ეს საქართველოს მიაყენეს ასეთი დაბალი დონის შეურაცხყოფა და ხვალ კიდევ უარეს იკადრებენ თუ ფეხქვეშ გაუწვები.
„ელისაშვილი რომ მუხანათურად მიეპარა ს, ყველამ ვისაც ოდნავ ღირსება გააჩნია, არ მოიწონა მისი მზაკვრობა, თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც სიხარულით გულზე ხელებს იპარტყუნებდნენ. ირაკლი კობახიძის ჯერ სადილზე თუ ვახშამზე მიწვევა და მერე ამ მიწვევის გაუქმება, ძალიან ჰგავს სიმდაბლით, შემდგომი მზაკვრულების გათვლით ელისაშვილის სიმდაბლისა და უღირსობის გამოვლინებას. ოღონდ პირველ შემთხვევაში შემსრულებელი გახლდათ, მეორე შემთხვევაში კი აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მუხანათობა-მზაკვრობის მომფიქრებელი ერთი და იგივე ბოროტი თავი მგონია მაინც. ისე, ერთ რამესაც თუ დაუკვირდებით ცუდი არ იქნება, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას თუ ასე ექცევიან, თავის მიერ ძალით სკამზე დასკუპებულ მონა-მორჩილებს რას უზამენ, ალბათ სადილზე არც მიიწვევენ, ან თუ მიიწვევენ სადილის მერე ან საპირფარეშოს გასაწმენდად, უკეთეს შემთხვევაში კი ჭურჭლის გასარეცხად გაამწესებენ. აი, ს მოსაწვევი გაუქმეს, აი, თითი დაუქნიეს და ათასგვარად უხარია რადიკალებს, მაგრამ მთავარს არ უკვირდებიან, რომ ეს შენ ქვეყანას მიაყენეს ასეთი დაბალი დონის შეურაცხყოფა, ხვალ კიდევ უარეს იკადრებენ შენ თუ ფეხქვეშ გაუწვები. კიდევ კარგი, რომ დღეს სახელმწიფოს მმართავს ის ხალხი, რომელსაც ასეთი იაფფასიანი ფეხის დადებებით, უკნიდან მიპარვებით, ყადაღა-სანქციებით ვერ შეაშინებ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს, გზა კი, რომელიც მათ აირჩიეს იოლად გასავლელი არ არის, ეს არის გზა, რომელიც სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს ემსახურება, რაც უდავოდ საამაყოა“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია