“დღეს საქართველო ისევ დასაჯეს” – კალაძე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლა კახა კალაძემ ისევ პარტნირების ლანძღვით დაიწყო. დედაქალაქის მერი ამტკიცებდა, რომ დასავლეთმა საქართველო დასაჯა. კალაზე დღეს იმეორებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკაბების გახსნა-არგახსნა სწორედ მხოლოდ მათი გადასაწყვეტია.
სამწუხაროდ, დღეს საქართველო ისევ დასაჯეს. ახალი მოიფიქრეს: მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. თეთრზე შავით გვიმტკიცებენ, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა თურმე ნათელ ფერებშია, საქართველო კი ბნელში. ეს არის ევროპული სამართლიანობა? კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია, პასუხი კი გახლავთ პრემიერ-მინისტრი 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირის უწყებებს. ჩვენ ღიად ვთქვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მოლაპარაკებების გახნის ბედი, – თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას პროდასავლური ოპოზიცია არ ესწრება. ყველა მათგანმა დღეს განცხადება გაავრცელა და თქვეს, რომ მოძალადე და რუსეთუმე არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან სალაპარაკო არაფერი აქვთ და ბრძოლას რუსთაველის გამზირზე განაგრძობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან