დღეს საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.
სიონის ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი.
სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი , პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პრეზიდენტი , ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სააღდგომო ღვთისმსახურება მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ