„დღეს საქართველოს სუვერენიტეტი ისე არის გაძლიერებული, როგორც არასდროს“ – პაატა სალია

„რა თქმა უნდა, რთულია მოპოვება თავისუფლების, მაგრამ კიდევ უფრო რთულია მისი შენარჩუნება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.
„ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველო, მაშინ, როდესაც მისი სუვერენიტეტი ისე არის გაძლიერებული, როგორც არასდროს. გვაქვს არაერთი შემოტევა სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ღრმად მჯერა, და ამის ყველა ნიშანი არსებობს, რომ ჩვენ ყველა ამ სირთულეს დავძლევთ და საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
პაატა სალიამ დღესასწაული მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ წელს იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს:
,,წელს, იუსტიციის სამინისტრო წარმოდგენილია ქალაქ გორში, სადაც გაიმართება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენა – დათვალიერება. არაერთი გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ჭიდაობის მასტერკლასი. პატარებისთვის იქნება გასართობი პროგრამები და ასევე გაიმართება საზეიმო კონცერტი“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში