“დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადმოცემული მამის არქივის დამუშავებისას ვნახეთ ცნობილი მეცნიერისა და გაერთიანებული ევროპის კავშირის იდეის ერთერთი პირველი მესაძირკვლის – მიხეილ მუსხელის ავტოგრაფი…”

“დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადმოცემული მამის არქივის დამუშავებისას, კერძოდ მის არქივში დაცული პერიოდულ გამოცემაზე, სათაურით- Melanges 1954 წ.
ვნახეთ ცნობილი მეცნიერისა და გაერთიანებული ევროპის კავშირის იდეის ერთერთი პირველი მესაძირკვლის – მიხეილ მუსხელის ავტოგრაფი, მიძღვნილი ასევე ცნობილი ქართველი ემიგრანტის, ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოღვაწის -ლევან ზურაბიშვილისადმი!
ეს გამოცემა გამოიფინება ემიგრაციის მუზეუმში ბატონი მიხეილ მუსხელის სახელზე საქართველოს პრეზიდენტის –ს მიერ 2022 წლის დეკემბერში მინიჭებული პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის გვერდით. ეს ორდენი მიხეილ მუსხელის შთამომავლობამ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა! აღნიშნული გამოცემა კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი მამის არქივთან ერთად გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას. დავძენთ, რომ იქამდე მან თავისი მეუღლის-ბატონი ჯანრი კაშიას უნიკალური ბიბლიოთეკა გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას!
რა სიმბოლურია, არა!” – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი  სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს