დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

ქრისტე აღდგა! – ჭეშმარიტად!
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.
სიონის ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი.
სააღდგომო ღვთისმსახურება მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში.