დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს – კალასი

“საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს” – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან გრანტის მიღებას კობახიძის მთავრობის თანხმობა დასჭირდება.
კალასი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს.
დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს. დაჩქარებულად და კონსულტაციების გარეშე მიღებული – ის ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის კიდევ ერთი დანამატია. ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს”,- წერს კაია კალასი.