დღეს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს – BARTA 2023 მე-5 საიუბილეო ცერემონია გაიმართება

დღეს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) მე-5 საიუბილეო ცერემონია, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ 17 საათზე დაიწყება. ცერემონიაზე გამოვლინდებიან კომპანიები, რომელთა წლიური ანგარიშებიც გამჭვირვალობისა და მდგრადობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.
BARTA 2019 წელს დაარსდა და მსოფლიო ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის მიზანია კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ასევე დაგაინტერესებთ