დღეს საუბარი არ მიდის სამშვიდობო შეთანხმებაზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დღესდღეობით საუბარი არ არის სამშვიდობო შეთანხმებაზე, რადგან ასეთი შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ ომის დასრულების გეგმა.
უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელზე: “სტრატეგიული ინვესტიციები: უსაფრთხოების სფეროში უკრაინა-ამერიკის თანამშრომლობის მომავალი”.
სიტყვაში ზელენსკიმ ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა სამშვიდობო შეთანხმების პროცესში აშშ-ის როლს და განაცხადა, რომ პუტინის გარდა არც ერთ რუს პოლიტიკოსთან არ აპირებს შეხვედრას.
“დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ სამშვიდობო შეთანხმებაზე და არ არის საჭირო შუამავლების ძიება უკრაინასა და პუტინს შორის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქვეყნის, შეერთებული შტატების და ძლიერი პრეზიდენტის ტრამპის ძლიერი მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება მისი მხარდაჭერა და მისი ჩვენს მხარეზე ყოფნა… რუსებს არ შევხვდები. არ ვიცი, მოეწონებათ თუ არა… მე მხოლოდ პუტინს შევხვდები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტრამპთან ერთად მოვამზადებთ საერთო გეგმას, რათა პუტინმა შეწყვიტოს ომი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევხვდები. კომპრომისების არანაირი სხვა პლატფორმები არ იქნება,”-განაცხადა ზელენსკიმ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…