„დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს“ – ბელქანია

“ჩვენი შვილები აუცილებლად გვკითხავენ, რას ვაკეთებდით მაშინ, როდესაც ამ კანონის მიღება და ინიცირება ხდებოდა და ძალიან რთული იქნება, მათ თვალებში ჩავხედოთ და ავუხსნათ, რა მოხდა. არსებობს უზენაესი სამსახური და ეს არის ქვეყნის სამსახურში ყოფნა და იმ ადამიანების წინაშე პასუხისმგევლობა,რომლებიც შეეწირნენ ქართულ სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს და ეს ნათელი მხარე არის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რა კანონი სურს ხალხს და ვისთან სურს, რომ ჰქონდეს რაიმე ტიპის ხელშეკრულება გაფორმებული, რათა აგენტები არ ვეძახოთ ერთმანეთს, ანუ რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და სართოდ, სახელმწიფოში არის გაკეთებული, ყველაფერი ჩვენი ევროპელი პარტნიორების თანადგომითაა. ჩვენ საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი ვართ და განსაკუთრებით გვმართებს სახელმწიფოებრივი პოზიცია. არა რუსულ კანონს, ჩვენი ისტორიული მოცემულობა თავისუფალ საზოგადოებში თავისუფალ ქვეყნებთან თანამეგობრობაა”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge