ოთხი ქართული კლუბიდან კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩართვის პატივი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ აქ გადმორთულ “იბერია 1999”-ს ერგო, რომელიც “ლევადიასთან” ესტონეთში (0:1) დამარცხდა.
ქუთაისელები ფავორიტები არც ახლა არიან, მაგრამ წინა ეტაპზე მათ ბრძოლიუნარიანობა გვაჩვენეს და ამის იმედი ახლაც გვაქვს, ოღონდ, დაცვაში ნაკლებ შეცდომებს ვისურვებთ. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო “ტორპედოს” საბა კვირკველია დააკლდება, ვინც გასულ მატჩში გააძევეს.
“ნეო GSP არენაზე (22 859) შეხვედრას შვეიცარიელი მსაჯი ფანდრიხი განსჯის.
ზუსტად ამ დროს რიგაში გორის “დილა” ამავე ქალაქის სახელწოდების გუნდთან ითამაშებს. “სკონტოს” სტადიონზე (6 747) მასპინძლები აშკარა ფავორიტები არიან და გორელებმა ამით უნდა ისარგებლონ.
“რიგას” რიგებში კოსტა-რიკელი ფორვარდი, ანტონი კონტრერასი სახიფათოა, “ლიეპაიასთან” ბოლო მატჩში კი ხრიმალდო გამოირჩეოდა.
მთავარი მსაჯი შოტლანდიელი რობერტსონი იქნება.
უფრო გვიან, საქართველოს თასის მფლობელი “სპაერი” სერიოზულ მოწინააღმდეგეს, “აუსტრიას” ვენაში შეხვდება. ჩვენი კლუბებისთვის ავტრიელებთან დაპირისპირება ყოველთვის რთული იყო.
ავსტრიელთა ახალწვეულმა, კორეელმა კანგ-ჰი ლიმ სადებიუტო, ამხანაგურ მატჩივე გაიტანა და 23 წლის ნახევარმცველს სასტარტოში ველით.
გვჯერა, “სპაერი” ბრძოლისუნარიანონას ევროტურნირზეც შეინარჩუნებს და ფავორიტ მეტოქეს ტოლს არ დაუდებს.
განმეორებითი მატჩები ერთ კვირაშია.
· ბებიაჩვენისამ კიდევ)) როგორ თუ რას ველოდებით, ეგ რა კითხვაა? მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავალთ და იქ კვარას პსჟ-ს დავანგრევთ.. 😂😅
· tngh “იბერიას” იმედი მაქვს…
· კახი იბერია ვალდებულია უნდა გაიაროს ლევადიას ბარიერი. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. კი დაცვა ძალიან სუსტია მაგრამ ამ თამაში უნდა გადაახტენ საკუთარ თავს. ქვეყნის პრესტიჟი დევს სასწორზე.
· აუსტრია – სპაერ. 0 : 5 სპაერს კონფერენს ლიგის თასი რომ მოაგებინოს კობიმ, ჩემპიონთა ლიგაზეც გაქაჩავს ისეთი ძლიერი გუნდია. 😁
· მწარე ეეჰ, მართალია ღვთისავარი. ჩვენთან ყველა ფავორიტია. გორი წინა მეტოქესაც ძლივს გაცდა. აქ 10 კაცს დამატებით დროში ძლივს გაუტანა. თუ სიმართლე გინდათ, ქუთაისს გულშემატკივრებმა მოაგებინა. რომ იტყვიან, აიძულეს მიწოლოდნენ. ჰოდა, მონდომებას ჩვენებს ვერავინ დაუწუნებს, მაგრამ ფიზიკაში და საფეხბურთო აზროვნებაში (ვგულისხმობ გუნდურ თამაშს) დიდი პრობლემები გვაქვს. იბერიას წაგების მიზეზი არის ის რომ მოწინააღმდეგე უფრო სწორად და სხარტად აზროვნებდნენ, გახსნა, პასი, ზონის გადაკეტვა იქნებოდა თუ სხვა.
· ტოკეიდო რას ველით კიარა, რას ელიან ქართული კლუბები? სამში გრძეეელს !!!!
· სოსელო ჩვენო ღვთისავარ, მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ გორის “დილას” “რიგას”ფავორიტობა სულ ერთ ადგილზე ჰკიდია!!!!!!
· ინდოელი მონა ამათ ინდური ინვესტიცია თუ უშველით თავის დიასპორით
· სარბევი რატომაა რიგასი დილასთან ,,აშკარა” ფავორიტი?… და სპაერთან აუსტრია ხომ უფრო აშკარა ფავორიტი არაა, ვიდრე დილასთან რიგასი?:))) ამ სამი გუნდიდან ყველაზე კარგი შანსი გორულ გუნდს აქვს
· ზაზა გ 4-ვე ქართული კლუბის ბიჭებს მინდა ვთხოვო, ყველა ქართველი ფეხბურთის მოყვარულის სახელით, მოახდინეთ სასწაული და გაიარეთ ჯერ ეს ეტაპი. გაგვახარეთ!
· ბეთმენა ტორპედოს 14 აქ მოგებაზე. დავიჯერო ამხელა სხვაობაა ჩვენსა და ომონიას შორის?
“მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა” – “ლევადიას” მწვრთნელი “იბერიასთან” თამაშის შემდეგ
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე – “დილას” ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი – “დინამოსა” და “ტორპედოს” მატჩი სკანდალით დასრულდა
სარეკორდო ტრანსფერი – “ტორპედომ” მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული – გორის “დილამ” გამოცდილი მცველი დაიმატა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
რა გეგმა აქვს შუსტერს? – დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
“სპაერის” სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
მეორე ლიგის “სპაერმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “იბერია 1999”-ის მეტოქე გაირკვა
“გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას” – თბილისის “დინამოს” განცხადება
“იბერია 1999”-მა და “დილამ” მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
“გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს” – გორის “დილას” განცხადება
