დღეს საერთაშორისო მარტექ ფესტივალი – Touch.Point იმართება

დღეს საერთაშორისო მარტექ ფესტივალი – Touch.Point იმართება
დღეს, 14 ივნისს წლის მთავარი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი – Touch.Point იმართება. სრული პროგრამა უკვე ცნობილია:
ფესტივალი გააერთიანებს 2 სცენას, 25-ზე მეტ სესიას, 10 საერთაშორისო და 10 ადგილობრივ სპიკერს ქინოთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსეიბს, სპიკერებს შორის არიან ლიდ-პროფესიონალები Spotify, Meta, Google, Volvo Cars, DAVID Madrid. NETFLIX, PUMA, Nike-ის კამპანიების კრეატიული დირექტორი, კალიფორნიული სტარტაპ Copysight AI-ის დამფუძნებელი, სოც-მედია კომუნიკაციის დედად წოდებული – Dot Lung, Setanta-ს საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი, Maretech Institute-ის დამფუძნებელი და ბევრი სხვა.
მთავარი სპიკერები არიან:
– ლუიზა ფერგიუსონი, გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი, Spotify
– დოთ ლუნგი, Social Dragons-ის დედა
– ზივ მეიერი, კრეატიული ხელმძღვანელი, Google
– თიმი გიარეა, ინოვაციების ლიდერი, VR და XR, Volvo Cars
– ტომი პეტროვი, თანადამფუძნებელი/გენერალური დირექტორი, CopySigh AI, ყოფილი Snapchat, ყოფილი Meta
– გაბრიელა ტეხეირა, სტრატეგიის დირექტორი, DAVID Madrid
– ანდრეას პანაიოტოპულოსი, თანადამფუძნებელი/კრეატიული დირექტორი Uncloudy & Co-ში
– ბენცე ბედნერი, კრეატიული დირექტორი და სტრატეგი
4 ვორქშოფი იქნება წაროდგენილი დღის განმავლობაში:
Martech or Crash: Why Your AI is Doomed Without the Right Stack
Mastering Reels: Creating Video Content on Your Phone
Compressing the creative pipeline – from challenge to execution in 90 minutes.
Pathfinder: Your Interactive Go-To-Market Mapping Session
ფესტივალის ნაწილია სტარტაპ შოუქეისი, რომელიც 7 მოწინავე მარტექ სტარტაპს გაგაცნობს. საშუალება გექნება მათ დამფუძნებლებს ადგილზე გაესაუბრო და სრული ინფორმაცია მიიღო პროდუქტზე.
დღის ბოლოს დიდ ეკრანზე ერთად ვუყურებთ EURO24-ის გახნას და პირველ მატჩს. ამ ნაწილში ყველა დელეგატს ექნება საშუალება ფესტივალზე +3 მეგობარი დაპატიჟოს და მათან ერთად იზეიმოს ისტორიული საფეხბურთო მოვლენის დაწყება.