დღეს, როდესაც რეალობაა კანდიდატის სტატუსი, ცხადია კიდევ უფრო მეტად კარგავენ სახეს – რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო სრული წესრიგის დაცვით ჩატარდება.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით “ქართული ოცნება” ყოველთვის პასუხისმგებლობით გამორჩეოდა.
” ჩვენ ყოველთვის ორიენტირებულები ვიყავით კონკრეტულ საქმეზე, საარჩევნო პროგრამაზე. 2020 წლის პროგრამის მთავარი გზავნილი იყო სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღება და გვახსოვს, როგორ დაუპირისპირდა მაშინ რადიკალური ოპოზიცია ამ გზავნილს. ამის შემდეგ, განსაკუთრებით დაკარგეს სახე. დღეს, როდესაც რეალობაა კანდიდატის სტატუსი, ცხადია კიდევ უფრო მეტად კარგავენ სახეს. შესაბამისად, მათგან დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის მოლოდინი არ გვაქვს. დემოკრატია მათთვის ყოველთვის ყველაზე უცხო იდეა იყო და დღესაც ასეა და მათ დემოკრატია რა არის, არც იციან. არც საკუთარ პარტიაში იციან, არც მაშინ იცოდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და არც ახლა იციან, როდესაც ოპოზიციაში არიან. ყველაზე შორს თუ რამისგან დგას კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, ეს დემოკრატიის პრინციპებია. როგორიც არ უნდა იყოს მათი მცდელობები, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვერაფერი ვერ დააკლეს ამ პროცესს და საკუთარი თავი დაიზიანეს კიდევ უფრო მეტად. ასე მოხდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება, ის გადაწყვეტილება იქნება ოფიციალურად, მას დაეთანხმება ყველა ობიექტური დამკვირვებელი. მხოლოდ ის მოხდება, რომ თვითონ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან და ეს დამსახურებული იქნება მათი ოდიოზური ბუნებიდან გამომდინარე”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას