დღეს რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის 2025 წლის მეოთხე ბოლო სხდომა გაიმართა

2025 წლის 1-ელ დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2025 წლის მეოთხე ბოლო სხდომა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„კომისიას განსახილველად წარედგინა 36 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 24 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 23, უარი ეთქვა 1 საკითხზე; მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარდგენილი 6 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 1 საკითხი, ხარვეზი დადგინდა 5 საკითხზე; სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ წარდგენილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა; სომხური თემის მიერ წარდგენილ 5 საკითხზე კი ხარვეზი დადგინდა.
კომისიის სხდომას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს